გარდაიცვალა არაერთი ქართული მულტიპლიკაციური ფილმის მხატვარი და რეჟისორი ბონდო შოშიტაიშვილი
გარდაიცვალა არაერთი ქართული მულტიპლიკაციური ფილმის მხატვარი და რეჟისორი ბონდო შოშიტაიშვილი.
დაამთავრა თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი მხატვარ-დეკორატორის სპეციალობით.
1961-1976წწ. მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმის“ მულტგაერთიანებაში მხატვრად, მხატვარ-ანიმატორად და რეჟისორად; 1976 წლიდან ანიმაციური ფილმების სტუდია „ორბის“ რეჟისორი; 1996 წლიდან ამავე სტუდიის დირექტორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „ქვასანაყი“ (ანიმაციური, 1976), „კაცუნები“ (ანიმაციური, 1978), „ფაკირი“(ანიმაციური, 1979), „პროფილი და ანფასი“ (ანიმაციური, 1988), „ალიყური“ (ანიმაციური, 1989), „განხეთქილების ვაშლი“ (ანიმაციური, 2003) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: „კაცუნები“(ანიმაციური, 1978), „ფაკირი“(ანიმაციური, 1979), „პროფილი და ანფასი“(ანიმაციური, 1988), „ალიყური“(ანიმაციური, 1989), „განხეთქილების ვაშლი“ (ანიმაციური, 2003) და სხვ.; ანიმატორია ფილმების: „გმირი“ (ანიმაციური, 1963), „ბომბორა“ (ანიმაციური, 1968), „ქვასანაყი“ (ანიმაციური, 1976) და სხვ.
2016 წელს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ეპოქის ფრაგმენტებმა“ ბონდო შოშიტაიშვილზე ფილმი გადაიღო.