გარდაიცვალა ამერიკელი კონგრესმენი ჯონ ლიუისი

08:57, 18.07.2020

ამერიკელი კონგრესმენი, „დემოკრატიული პარტიის“ წევრი, ცნობილი უფლებადამცველი ჯონ ლიუისი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2019 წლის დეკემბერში მას პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

„დღეს ამერიკა გლოვობს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გმირის დაკარგვას – კონგრესმენ ჯონ ლიუისის, კონგრესის სინდისის“, – განაცხადა კონგრესში წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ.

ჯონ ლიუისი ჯორჯიის შტატიდან წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. ის შავკანიანთა უფლებებისთვის ერთ-ერთი გამოჩენილი მებრძოლი იყო. ჯონ ლიუისი 1963 წელს ვაშინგტონის მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. სწორედ აღნიშნულ მანიფესტაციაზე წარმოთქვა მარტინ ლუთერ კინგმა ცნობილი სიტყვა „მე მაქვს ოცნება“.

ჯონ ლიუისი პირველად კონგრესში 1986 წელს აირჩიეს და ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში მე-17 ვადით მსახურობდა.

მსგავსი