გარდაბანში კომბინირებული ციკლის „თბოსადგურ 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულები პროტესტის ნიშნად აქციას მართავენ. ობიექტზე სამუშაოები ნაწილობრივ შეფერხებულია, რადგან ადგილზე მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეები მუშაობენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა – არ აქვთ კონტრაქტები, არ არსებობს დაზღვევა, ობიექტზე არ არის დასალევი წყალი, სასადილო და ტრანსპორტი, რომ ადგილამდე მივიდნენ. მათივე თმით, არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ტანსაცმელი გამოიცვალონ. ასევე, მათი განმართებით, ობიექტზე არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, ენის ბარიერის გამო ვერ ახერხებენ კომუნიკაციას დამსაქმებელთან.
აქციის მონაწილეების განმარტებით, გაფიცვა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აქციის რამდენიმე წარმომადგენელი აწარმოებს. კომპანიიდან ოფიციალური განმარტება მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაკეთდება. აქციის მონაწილეების დამსაქმებელი კომპანია „რონქშენია“