გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის ცენტრში აქციას მართავს. აქციის მონაწილეები სოფლის გზების მოწესრიგებას, გარე განათებას, სარწყავ წყალსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნებს ითხოვენ.
ადგილობრივებთან შესახვედრად სოფელ გამარჯვების რწმუნებულიც მივიდა. გიორგი მახათაძის განმარტებით, სოფელში გზის მოხრეშვა ერთ კვირაში დაიწყება.
ამასთან, მისივე ცნობით, წელსვე იგეგმება გარე განათების მოწყობაც.