გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს – ახალსოფელს, ნორიოს, ვაზიანს, ახალ სამგორსა და მარტყოფს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზოგადიებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენი სადგურისა და შემკრები კოლექტორის მშენებლობა, გზების მოხრეშვა და 500 ტონიანი მოცულობის რეზერვუარის მოწყობა.
მათივე ცნობით, უკვე გაკეთებულია ერთი ბეტონის და ოთხი მიწის წყალგამყვანი არხი.
პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარია გამოყოფილი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად სოფელ ხაშმშში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რის შემდეგაც სოფელ სართიჭალაში გადაინაცვლა, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი საერთო ღირებულება 84 847 ლარს შეადგენს.