გარდაბანში მერცხლის ალბინოსი ბარტყი დააფიქსირეს [ფოტო]
გარდაბანში მერცხლის ალბინოსი ბარტყი დააფიქსირეს [ფოტო]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, ადგილობრივებმა მერცხლის უცნაური ბარტყი დააფიქსირეს. სრულიად თეთრი, სავარაუდოდ ალბინოსი ბარტყი მოსახლეობამ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არსებულ ბუდეში შენიშნა.

ორი ბარტყიდან ერთი ჩვეულებრივია, მეორე კი უჩვეულო, სრულიად თეთრი.

ჟურნალ Birds & Blooms-ის ცნობით, ალბინიზმი ფრინველებში უიშვიათესი მოვლენაა და მისი განვითარების შანსი 18 000-ში ერთია. ამავე გამოცემის ცნობით, განსაკუთრებით იშვიათია ალბინიზმი მერცხლებში და ამ დრომდე, მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარემოება, რომელიც ფრინველის ბუმბულებისა და სხეულის სხვა ნაწილების სრულ სითეთრეს განაპირობებს, პიგმენტ მელანინის არქონით არის გამოწვეული.

 

ავტორი – ზაურ გულიევი