გარდაბანში სტიქიის ზონიდან მაშველებმა ორი ძაღლი გამოიყვანეს [ვიდეო]
გარდაბანში, სოფელ კრწანისში მაშველებმა სტიქიის ზონიდან ორი ძაღლი გამოიყვანეს. ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ძაღლებს საფრთხე აღარ ემუქრებათ.
რუსთავი-თბილისის ავტობანთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უხვი ნალექის გამო არხი ადიდდა. შედეგად კერძო დასახლება დაიტბორა. წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია. მაშველებმა დასახლებაში დარჩენილი ადამიანები ნავებით გამოიყვანეს.