გარდაბანში სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად აუქციონი გამოცხადდა
გარდაბანში სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად აუქციონი გამოცხადდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სააკაძის მიმდებარედ, „სააკაძის“ კონგლომერატის 20-წლიანი მოპოვების ლიცენზიის გასაცემად, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონის პირობების მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს თანამედროვე სტანდარტისა და მეთოდიკის შესაბამისად, მკაცრი გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით.

კონგლომერატი დანალექი ქანია და წარმოადგენს შეცემენტებულ ქვარგვალებს, რომლის სიდიდე 1-10 სმ-ია. წიაღისეულს აქტიურად იყენებენ საშენ მასალებში.