გარდაბნის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი ბაზრის მოვაჭრეები გარებაზრობის აკრძალვას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ქუჩაში უკანონო ვაჭრობა მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ისინი ბაზრის გადასახადებს იხდიან, „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ უსაფრთხოების ყველა ზომას იცავენ, თუმცა მათთან მყიდველი არ შედის.
როგორც გარდაბნის მერიაში განაცხადეს, პრობლემის მოსაგვარებლად ზედამხედველობის სამსახური სამართალდამცველებთან ერთად მუშაობს.