„დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ჩოგბურთელი გარბინე მუგურუსა თავის მწვრთნელს, სემ სიუმიკს გამოეთხოვა. ისინი 2015 წლის შემოდგომიდან თანამშრომლობდნენ.
„დიდი სლემის ორი ჩემპიონობა, მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტული. დიდი მადლობა ამ ოთხი წლისთვის“, – დაწერა საკუთარ „ტვიტერზე“ მუგურუსამ.
ფრანგი მწვრთნელი სემ სიუმიკი ადრე ბელარუს ვიქტორია აზარენკასთან და კანადელ ეჟენი ბუშართან მუშაობდა.
ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის გამო, მუგურუსა რეიტინგის TOP20-დან გავარდა. მიმდინარე უიმბლდონზე პირველ წრეში მან წააგო ბრაზილიელ ბეატრის ჰადად-მაიასთან – 4:6, 4:6.