ავსტრალიის ღია 2022 - ქალთა ტურნირს ფავორიტი გამოაკლდა #1TVSPORT
ავსტრალიის ღია 2022 - ქალთა ტურნირს ფავორიტი გამოაკლდა #1TVSPORT

ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი დიდი სენსაცია მოხდა. მეორე წრიდან გამოეთიშა ტურნირს მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ესპანელი გარბინე მუგურუსა. მან 3:6, 3:6 წააგო ფრანგ ალიზ კორნესთან, რომელიც რეიტინგში 61-ე ნომერია.

მუგურუსა შეხვედრაში პრაქტიკულად უშანსოდ იყო. ესპანელი ერთ ბრეიკპოინტამდეც ვერ მივიდა, მისმა მეტოქემ კი ბრეიკის 12 შანსი მიიღო და სამი გამოიყენა. კორნე ბრწყინვალედ თამაშობდა მოწოდებაზე – პირველზე მხოლოდ ხუთი ქულა დათმო, მეორეზე – რვა. ორივე ჩოგბურთელს 17-17 „ვინერსი“ ჰქონდა, მაგრამ ფრანგმა 16 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ესპანელმა – 33.