კიმ კლაისტერსი წაგებით დაბრუნდა
კიმ კლაისტერსი წაგებით დაბრუნდა
რვაწლიანი პაუზის შემდეგ, პროფესიულ ჩოგბურთს დაუბრუნდა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბელგიელი კიმ კლაისტერსი. დასაბრუნებლად მან დუბაის ტურნირი აირჩია, პირველ მეტოქედ კი ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშების ფინალისტი, ესპანელი გარბინე მუგურუსა ერგო.
პირველ სეტში კლაისტერსმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მეტოქეს, მეორეშიც ბრეიკით ჩამორჩა, თუმცა შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე მაინც წააგო. შეხვედრა საათი და 37 წუთი გაგრძელდა და მუგურუსამ 6:2, 7:6(6) მოიგო.
36 წლის კლაისტერსისთვის ეს მეორე დაბრუნებაა ჩოგბურთში. პირველად ის 2007 წელს წავიდა და პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, 2009 წელს დაბრუნდა . მაშინ კიმმა „დიდი სლემის“ ორი ტურნირის მოგება შეძლო. ამის შემდეგ, მან 2012 წელს გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ და ახლა, რვაწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ განაახლა კარიერა.
სულ კლაისტერსს „დიდი სლემის“ ოთხი ტიტული აქვს: სამი აშშ-ის ღიაზე და ერთი – ავსტრალიის ღიაზე.
დატოვე კომენტარი