გარბენი „თბილისის“ გამო დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა გარბენი „თბილისთან“ დაკავშირებით ღამის 03:00 საათიდან დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდა, მარათონის მიმდინარეობისას კი ეტაპობრივად აიკრძალება. შეზღუდვა 14:00 საათამდე გაგრძელდება.
„24 ივნისს, დილის 09:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ილია ჭავჭავაძის გამზირზე, პეტრე მელიქიშვილის, მერაბ კოსტავას და შოთა რუსთაველის გამზირებზე. ასევე, ავტომობილთა გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება აღნიშნულ გამზირებთან დამაკავშირებელ ქუჩებზე.
მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. მარათონის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება“, – აცხადებენ შსს-ში.
ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გარბენი „თბილისი“ დედაქალაქის მერიის ინიციატივით ფუძნდება და პირველად იმართება.