განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის, ხოლო კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ელისო ბოლქვაძის კანდიდატურები განიხილება
პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი გაიყო.
რეგლამენტში მომზადებული შესაბამისი ცვლილებები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
არსებული ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა განიხილება, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კი ელისო ბოლქვაძე.