იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა, მოძრაობამ „ჩვენი ხმა“ და „დევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის“, განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს.
ანა დოლიძემ აქციაზე 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს მასშტაბით ფსიქოლოგების ცხელი ხაზის ამოქმედება მოითხოვეს. ამასთან, ანა დოლიძის თქმით, სკოლებს მოზარდებთან სამუშაოდ ფსიქოლოგების ჩართვა კრიტიკულ სიტუაციასთან გამკლავებაში დაეხმარებათ.
აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან იაკობ გოგებაშვილის ბიუსტს სიმბოლურად შავი ლენტი გაუკეთეს.
განათლების სამინისტროში აქციის მონაწილეებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. აქციის მონაწილეებს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ხვდება.