განათლების სამინისტრო - პირველ ივნისს ბავშვებს მუზეუმების დათვალიერება უფასოდ შეეძლებათ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პირველი ივნისთან, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა მუზეუმში ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის შესვლა უფასო იქნება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მუზეუმები დამთვალიერებელს საინტერესო და მრავალფეროვან საგანმანათლებლო და საგამოფენო პროგრამებს შესთავაზებენ.
სამინისტრო იმ მუზეუმების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ხვალ ბავშვები უფასოდ შეძლებენ შესვლას:
სსიპ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი
სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
სსიპ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე
სსიპ ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი
სსიპ საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
სსიპ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი
სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი
სსიპ ივანე მაჩაბლის მუზეუმი
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი
სსიპ დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი
სსიპ საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი
სსიპ თელავის ისტორიული მუზეუმი
სსიპ ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი
სსიპ ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი
სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
სსიპ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი
სსიპ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
სსიპ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი
სსიპ მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი
სსიპ სმირნოვების მუზეუმი