განათლების სამინისტრო ცნობილ ქართველ ენათმეცნიერ მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მზექალა შანიძეს 94 წლის იუბილეს ულოცავს, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.
აკადემიკოსი მზექალა შანიძე ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორია.
იგი ავტორია 150-ზე მეტი ნაშრომისა ქართული მორფოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტუალური კრიტიკის დარგში. არის ღირსების ორდენის (1996), აკაკი შანიძის სახელობის პრემიისა (1990) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის (2011) ლაურეატი, აგრეთვე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2016).
მზექალა შანიძე ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის პროექტ „საინტერესო ადამიანების“ რესპონდენტი იყო.