განათლების სამინისტრო ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა.
ჩვენთვის ორმაგად ტრაგიკულია მომხდარი შემთხვევა, რადგან მას მცირეწლოვანი ბავშვები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ. ეს არის სრულიად საქართველოსთვის უდიდესი ტრაგედია, ტკივილი და დანაკარგი.
სამძიმარს ვუცხადებთ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, მათ მეგობრებს, ახლობლებს და გამძლეობას ვუსურვებთ.“,- აღნიშნულია სამინისტროს გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.