განათლების მინისტრმა თბილისში რეაბილიტირებული N100 საჯარო სკოლა გახსნა
განათლების მინისტრმა თბილისში რეაბილიტირებული N100 საჯარო სკოლა გახსნა

თბილისში რეაბილიტირებული N100 საჯარო სკოლა გაიხსნა, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარეობს.

უახლესი სტანდარტების მიხედვით აშენებული სკოლის ახალი შენობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა. მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.

განახლებულ სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, ინფორმატიკის კლასი, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა და ექიმის კაბინეტი.

შენობა უახლესი სტანდარტების შესაბამისია, რომელშიც უსაფრთხოების დაცვის მოწყობილობებიცაა დამონტაჟებული.

სასწავლო დაწესებულების რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო, რომლის ბიუჯეტმა 5 506 000 ლარი შეადგინა. აღნიშნული შენობა, რომელიც 1804 წელს აშენდა, ამორტიზებული იყო.