განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ მერსი ტემბონს შეხვდა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ახალი პარტნიორობის ჩარჩო დოკუმენტში განათლების სფეროში შესატან ძირითად მიმართულებაზე იმსჯელეს, რომელიც უმაღლესი განათლების დაფინანსების თანამედროვე და ხარისხზე ორიენტირებული მოდელის შემუშავებას შეეხება.
ამასთან, მერსი ტემბონმა განათლების მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი “ევრიკა“ დადებითად შეაფასა და ამ ინიციატივის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა. პროექტი სასკოლო პროცესში უმაღლესი რანგის პროფესორებისა და მეცნიერების ჩართულობას ითვალისწინებს.