განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შესაძლოა, გაიყოს და მას კულტურის მიმართულება გამოეყოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შესაძლოა, გაიყოს და მას კულტურის მიმართულება გამოეყოს.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, ეს საკითხი განიხილება და დიდი ალბათობით, ასე მოხდება.
„ისედაც, მგონი, თავიდან შეცდომა იყო დაშვებული, როცა ეს სამინისტრო გავაერთიანეთ. მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მოსაზრებებიც არსებობს, მაგრამ რეალურად, საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე, რადგან არაჯანსაღ საინფორმაციო გარემოში არ შევქმნათ და არ მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, იმ გეგმას თუ არ ჩავთვლით, რომელიც შესაძლოა, უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული და ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და თავად იუსტიციის მინისტრის პოსტის შევსება”, – განაცხადა ვოლსკიმ.