განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ნუნუ მიცკევიჩი დაიკავებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ნუნუ მიცკევიჩი დაიკავებს.
ამის შესახებ საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.
ნუნუ მიცკევიჩის დანიშვნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ამასთან, უკვე გამოცემულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყველა მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა.