საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი პროექტების ერთობლივად განხორციელება, მეცნიერთა ძალების კონსოლიდაცია, განათლების მეცნიერებათა დარგების კვლევები და სახელმძღვანელოების შექმნაში თანამშრომლობა – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც მხარეები ითანამშრომლებენ.
განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ზურაბ ხონელიძის განცხადებით, ამ მემორანდუმით სათავე დაედო აკადემიის ჩართვას ახალ საგანმანათლებლო რეფორმის მიმდინარეობაში.
„ამ რეფორმის მნიშვნელობა საქართველოს განათლების აკადემიას ბოლომდე აქვს გააზრებული და დარწმუნებულები ვართ, ეს თანამშრომლობა აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს”, – განაცხადა ხონელიძემ.