განახლებული მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შვიდ საკითხს განიხილავს
განახლებული მინისტრთა კაბინეტი პირველ სხდომას მართავს. მთავრობის სხდომაზე მინისტრები პირველ საკითხად საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს განიხილავენ.
სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრებიან ფინანსთა ახალი მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
დღეს მინისტრთა კაბინეტს განსახილველად სულ შვიდი საკითხი აქვს.