გამოვიდა ქუინსი ჯონსისადმი მიძღვნილი ფილმი, რომლის ნაწილიც საქართველოშია გადაღებული
გამოვიდა ქუინსი ჯონსისადმი მიძღვნილი ფილმი, რომლის ნაწილიც საქართველოშია გადაღებული

მუსიკოს ქუინსი ჯონსისადმი მიძღვნილი ფილმი დიდ ეკრანებზე გამოვიდა. სურათის დიდი ნაწილი საქართველოში, კერძოდ ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე არის გადაღებული.

ქუინსი ჯონსი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ჰედლაინერი 2016 წელს იყო. მუსიკოსი ბათუმს 40 კაციანი შემადგენლობით სტუმრობდა.

ქუინსი დილაიტ ჯონსი-უმცროსი ჩიკაგოში 1933 წლის 14 მარტს დაიბადა. მუსიკით ის ბავშვობიდან იყო გატაცებული და 10 წლის ასაკში არჩევანი საყვირზე შეაჩერა. სულ მალე ქუინსი კიდევ ერთ ნიჭიერ მოზარდს, მასზე სამი წლით უფროს დამწყებ პიანისტს და ვოკალისტს, რეი ჩარლზს დაუმეგობრდა -ახალგაზრდა მუსიკოსებმა საკუთარი ანსამბლი ჩამოაყალიბეს და დაიწყეს ადგილობრივ კლუბებში გამოსვლა.

ჯონსი ბოსტონში მდებარე პრესტიჟული ბერკლის მუსიკალური კოლეჯის სტუდენტი გახდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ქუინსიმ პროფესიული მოღვაწეობა  ლაიონელ ჰემპტონის ბიგ-ბენდში დაიწო. 50-იან წლებში ის საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც სერა ვოანთან, რეი ჩარლზთან, კაუნტ ბეისისთან, დიუკ ელინგტონთან მოუწია თანამშრომლობა.

სამშობლოში სწრაფად მოპოვებული პოპულარობის მიუხედავად, ჯონსი კერძო გაკვეთილებს იღებდა პარიზში მცხოვრებ ცნობილ მუსიკოს ნადია ბულანჟესგან. იმავდროულად, წერდა მუსიკას კინოფილმებისთვის.

ქუინსი ჯონსს დიდი მეგობრობა აკავშირებდა ფრენკ სინატრასთან