გამოქვეყნდა ევრო 2020-ის იმედგაცრუებათა ნაკრები, ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგი ნოიერს აქვს #1TVSPORT
პოპულარულმა პორტალმა WhoScored-მა გამოაქვეყნა სიმბოლური ნაკრები, რომელიც შედგენილია ევრო 2020-ზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ფეხბურთელებისგან.
ევროპის ჩემპიონატის მთავარ იმედგაცრუებათა ნაკრებში მოხვდა სამი ფეხბურთელი უკრაინის ნაკრებიდან, ორი გერმანელი, ორი უელსელი, ორი პორტუგალიელი და ორი ხორვატი.
მეკარე – მანუელ ნოიერი (გერმანია);
მცველები – ალექსანდრ კარავაევი (უკრაინა), დომაგოი ვიდა (ხორვატია), ანტონიო რიუდიგერი (გერმანია), იოშკო გვარდიოლი (ხორვატია);
ნახევარმცველები – ბერნარდო სილვა (პორტუგალია), სერგეი სიდორჩუკი (უკრაინა), ჯო ალენი (უელსი), აარონ რემზი (უელსი);
ფორვარდები – დიოგო ჟოტა, (პორტუგალია), რომან იარემჩუკი (უკრაინა).
ევრო 2020-ის ყველა ფეხბურთელს შორის, ყველაზე დაბალი საშუალო რეიტინგი გერმანიის ნაკრების მეკარეს მანუელ ნოიერს ჰქონდა.