გამომძიებელი - ნიკა გვარამიამ უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე და ის დაიკითხება მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით
გამომძიებელი - ნიკა გვარამიამ უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე და ის დაიკითხება მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით

ამოღებულია საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულ იქნა მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია,- ამის შესახებ გამომძიებელმა ბექა კვიციანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბექა კვიციანის თქმით, საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვებიც.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მითვისებით და ქონების თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა სასამართლოს შესაბამისი განჩინება ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან , მათ შორის შპს „ინტერმედია“ და შპს „ინტერმედია +“ გამოძიებისთვის საინტერესო დოკუმენტაციის და ინფორმაციის ამოღების თაობაზე. დღეს ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულ იქნა საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულია მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია“, – განაცხადა გამომძიებელმა ბექა კვიციანმა.

მისივე ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, რათა მისი გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს.

„დაგეგმილია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის გამოკითხვაც. ამ ეტაპზე დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებთ. ნიკა გვარამიამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მივმართავთ სასამართლოს და ის დაიკითხება მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით“, – განაცხადა