გამოკითხვის თანახმად, ფრანგი ამომრჩევლები დადებითად არიან განწყობილი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის მიმართ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ის დიდხანს ვერ შეძლებს პოსტზე დარჩენას
ფრანგი ამომრჩევლები დადებითად არიან განწყობილი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის მიმართ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ის დიდხანს ვერ შეძლებს პოსტზე დარჩენას, – ამის შესახებ გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა, Ifop-მა ერთ-ერთი ფრანგული გამოცემისთვის ჩაატარა.
გამოკითხულთა 52% კმაყოფილია საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, მიშელ ბარნიეს დანიშვნით. ასევე, 62% მიიჩნევს, რომ ბარნიე კომპეტენტურია ამ თანამდებობისთვის.
ამავე დროს, გამოკითხვებში ჩანს, რომ, 74 პროცენტის აზრით, ის ამ პოსტს დიდხანს ვერ დაიკავებს, განსაკუთრებით მემარცხენეების განცხადების შემდეგ, რომ მის მთავრობას მხარს არ დაუჭერენ.
გამოკითხვა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ბარნიეს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მთელი საფრანგეთის მასშტაბით ასი ათასი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც აპროტესტებდნენ მის თანამდებობაზე დანიშვნას და ამბობდნენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით ხელში ჩაიგდო ძალაუფლება.