გამოკითხვების მიხედვით, გერმანელთა უმეტესობა მომხრეა, ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბროს
გამოკითხვების თანახმად, გერმანელების უმეტესობა მომხრეა, ქვეყნის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბროს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
YouGov-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% მხარს უჭერს, ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართოს, 26% წინააღმდეგია, ხოლო 15%-ს ამ საკითხზე აზრი არ გამოუხატავს.
მანამდე, გერმანული მედია წერდა, რომ შოლცს პუტინთან სატელეფონო საუბარი სურს. სატელეფონო საუბარი შესაძლოა, ნოემბრის თვეში, ბრაზილიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ შედგეს, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. თუ სატელეფონო საუბარი შედგება, ოლაფ შოლცი იქნება პირველი ლიდერი უკრაინის მხარდამჭერთა შორის, რომელიც ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.