საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი გამოფენას „გასეირნება გარეთუბანში“ დამთვალიერებელს დღეიდან ონლაინფორმატში სთავაზობს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონმა გამოფენას „გასეირნება გარეთუბანში“ 2021 წლის 22 სექტემბრიდან 2021 წლის 24 ოქტომბრამდე უმასპინძლა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ექსპოზიცია მოიცავდა ეროვნულ არქივში დაცული XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის თბილისის, კერძოდ, დღევანდელი რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ-საგანანმანათლებლო დაწესებულებების შენობების შესახებ არსებულ მასალას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გიმნაზიების, მუზეუმების, თეატრების, დროებითი ცირკებისა და სინემატოგრაფის ნაგებობათა პროექტები, ნახაზები, ფოტო თუ დოკუმენტური მასალა.
გამოფენის კურატორია თამთა შონვაძე.