გამოცემა The Times of India საქართველოს ხუთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს
ინდოეთში ყველაზე რეიტინგული ინგლისურენოვანი გამოცემა The Times of India მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. გამოცემა ხუთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას ასახელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველო სამოგზაურო სიაში პირველ ადგილას არის. საქართველოსთან ერთად, გამოცემა მკითხველს ბუტანში, შრი ლანკაში, ომანსა და მადაგასკარში მოგზაურობას სთავაზობს.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ამაყობს საოცარი ბუნებით, აქ თოვლით დაფარული კავკასიონის მთები შავ ზღვამდეა გადაჭიმული. თბილისი მოგზაურებს ატყვევებს ისტორიული არქიტექტურით, მრავალფეროვანი ბაზრებით, ხელოვნების შედევრებით. საქართველოში თქვენ აღმოაჩენთ უძველეს მონასტრებს, გასინჯავთ საოცარ ღვინოს და გაიცნობთ სტუმართმოყვარე ხალხს“, – წერს The Times of India საქართველოს შესახებ.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გამოცემა The Times of India-ს მთელ მსოფლიოში ათობით მილიონი მკითხველი და გამომწერი ჰყავს.