გამოცემა „მონდი“ - ჩინეთმა ბრიუსელში მალტის საელჩო შესაძლოა ევროკავშირის წინააღდმეგ ჯაშუშობისთვის გამოიყენა
ჩინეთმა ბრიუსელში მალტის საელჩო შესაძლოა ევროკავშირის წინააღდმეგ ჯაშუშობისთვის გამოიყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „მონდი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბელგიის სადაზვერვო სამსახურები შეშფოთებული იყვნენ ჩინეთის შესაძლო ჯაშუშობაზე, რომ პეკინმა მალტის საელჩო სავარაუდო ბაზად გამოიყენა.
„მონდის“ თანახმად, ბელგიის სპეცსამსახურები შეშფოთებული იყვნენ, რომ საელჩოს ტერიტორია სავარაუდოდ აღჭურვილი ჯაშუშური აღჭურვილი, რომელიც ჩინეთის აგენტებმა შენობის განახლების დროს დაამონტაჟეს. მალტას ყოფილი ელჩი ინფორმაციას უარყოფს.
გამოცემა „თაიმს ოფ მალტას“ ინფორმაციით, ევროკაშირში მალტის ყოფილი ელჩი რიჩარდ კაჩია კარუანა აცხადებს, რომ შენობა აღჭურვილი იყო უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით, რასაც მალტის უსაფრთხოების სამსახური რეგულარულად ამოწმებდა.