გამოცემა „ელ პაისი“ - უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ქვეყნების სამხედრო პერსონალი უკვე იმყოფება, თუმცა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას არ იღებს
უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ქვეყნების სამხედრო პერსონალი უკვე იმყოფება, თუმცა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას არ იღებს, – ამის შესახებ ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ წერს.
ესპანური გამოცემის თანახმად, უკრაინაში ნატო-ს სამხედროები აკონტროლებენ უკრაინისთვის გამოყოფილ იარაღს, ატარებენ სადაზვერვო ოპერაციებს და წვრთნებს.
„ემანუელ მაკრონმა დაარღვია ტაბუ. მაკრონმა არა მარტო დებატები გახსნა, მისი სიტყვები ემსახურებოდა იმის დადასტურებას, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ქვეყნების სამხედრო პერსონალი უკვე იმყოფება, თუმცა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის გარეშე“, – აღნიშნულია სტატიაში.
„ელ პაისი“ წერს, რომ უკრაინაში ნატო-ს სამხედროების ყოფნა დაადასტურა პოლონეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმაც, თუმცა ქვეყნები არ დაუკონკრეტებია.