გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათემატიკის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნებას. დღეს მათემატიკის გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი, მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.
მათემატიკის საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა არის 51. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი.