გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების მონაწილეთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების მონაწილეთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო.

ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან 9 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადებით 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე მიმართონ.

განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: https://online2.naec.ge/uee-appeals/login.aspx“, – ნათქვამია განცხადებაში.