გამოცდების ეროვნული ცენტრი - ინგლისური ენის გამოცდაზე დღეს 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა, დაიგვიანა ხუთმა აბიტურიენტმა
გამოცდების ეროვნული ცენტრი - ინგლისური ენის გამოცდაზე დღეს 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა, დაიგვიანა ხუთმა აბიტურიენტმა

2023 წლის საგამოცდო პროცესი გრძელდება.

აბიტურიენტები კვლავ ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ. ამჟამად მიმდინარეობს პირველი სესია.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა, დაიგვიანა ხუთმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ დაგვიანებულები გამოცდაზე არ დაიშვებიან“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.