გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგს აქვეყნებს
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგს აქვეყნებს

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. 6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები – მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის გამოცდები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მაგისტრობის კანდიდატებისთვის გამოცდა კი 26-27 ივლისსაა დანიშნული.

2022 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დარეგისტრირდა 2 500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის დარეგისტრირდა 9 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი; მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა სულ 34 500-ზე მეტი მსურველი (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ივნისის მეორე ნახევრიდან შეძლებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს:

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ქართული ენა და ლიტერატურა:

4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

5 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

6 ივლისი (პირველი სესია);

4 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;

8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – მათემატიკა;

 

უცხოური ენა:

11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;

12 ივლისი (პირველი და მეორე  სესია) – ინგლისური ენა;

13 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;

13 ივლისი (მეორე სესია) – რუსული  ენა;

13 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;

13 ივლისი (მეორე სესია)  – გერმანული ენა;

 

ფიზიკა:

14 ივლისი (მეორე სესია);

 

ლიტერატურა:

14 ივლისი (მეორე სესია);

 

ქიმია

15 ივლისი (მეორე სესია);

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:

15 ივლისი (მეორე სესია);

 

ისტორია:

18 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

19 ივლისი (პირველი სესია);

 

ზოგადი უნარები:

19 ივლისი (მეორე სესია);

 

ბიოლოგია:

20 ივლისი (მეორე სესია);

 

გეოგრაფია:

21 ივლისი (მეორე სესია);

 

სამოქალაქო განათლება:

22 ივლისი (პირველი სესია);

 

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი:

6 ივლისი (მეორე სესია);

 

საერთო სამაგისტრო გამოცდა

26 ივლისი  (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

27 ივლისი (პირველი  და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;

 

საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა

6 ივლისი (მეორე სესია) – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;

 

7 ივლისი (პირველი სესია):

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);

ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);

ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);

 

7 ივლისი (მეორე სესია):

მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);

მუსიკა;

სამოქალაქო განათლება (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

 

14 და 15 ივლისი (პირველი  სესია)

პროფესიული უნარები;

 

14 ივლისი (მეორე სესია)

ბიოლოგია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

 

15 ივლისი (მეორე სესია):

გეოგრაფია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

აზერბაიჯანული ენა;

 

19 ივლისი (მეორე სესია)

ქიმია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

 

20 ივლისი (პირველი სესია)

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

მათემატიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

სომხური ენა;

 

21 ივლისი (პირველი სესია)

ისტორია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

სპორტი;

ფიზიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

 

22 ივლისი (პირველი სესია)

ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;

გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;

ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;

რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;

ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;

 

24 ივლისი

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი;

 

25 ივლისი

ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;

რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;

გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;

ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;

ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი.