გამოცდების ცენტრი - მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე სამი აპლიკანტი გამოცდიდან მოიხსნა, ერთი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა
მასწავლებელთა კომპეტენციის დამდასტურებელი გამოცდიდან სამი აპლიკანტი მოიხსნა, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
მათივე ცნობით, ორ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, ხოლო მესამე შემთხვევაში არაფხიზელი მდგომარეობა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე მასწავლებელთა 81%-ზე მეტი გამოცხადდა. სულ იყო დაგვიანების ცხრა შემთხვევა.
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 21 ივლისს დასრულდება.