Game Of Thrones-ის მე-4 სერია ჰაკერებმა სატელევიზიო პრემიერამდე ინტერნეტში გაავრცელეს. Independent-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა HBO-ს სერვერებიდან 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს. ჰაკერებმა თავდაპირველად ინტერნეტში სერიალის ახალი სეზონის სცენარი გაავრცელეს. დღეს კი, სერიალის ახალი ეპიზოდი ინტერნეტში დაბალი ხარისხით გავრცელდა.
HBO-სთვის ჰაკერული თავდასხმა უცხო არ არის. მე-5 სეზონის პირველი 4 სერიაც ინტერნეტში სატელევიზიო პრემიერამდე გავრცელდა.
დღევანდელ ფაქტზე კომენტარი HBO-ს ჯერჯერობით არ გაუკეთებია.