გამარჯვებული აპლიკანტი ქართულ-უცხოური ერთობლივი ფილმის გადასაღებად 500 000-ის ნაცვლად, 1 100 000 ლარს მიიღებს
გამარჯვებული აპლიკანტი ქართულ-უცხოური ერთობლივი ფილმის გადასაღებად 500 000-ის ნაცვლად, 1 100 000 ლარს მიიღებს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის საკონკურსო ფონდის დაფინანსება გაიზარდა. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოებისთვის გამარჯვებული აპლიკანტი ნაცვლად 500 000 ლარისა, 1 100 000 ლარს მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამავე ინფორმაციით, ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ბრძანება შესაბამისი ცვლილების შესახებ 18 დეკემბერს გამოსცა.

სახელმწიფოს მიერ კინოს სუბსიდირების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ქართველი რეჟისორების დიდმა ნაწილმა ფილმწარმოების პროცესში კინოცენტრის ფინანსური ჩართულობის სიმცირე ღიად გააპროტესტა.