Galt & Taggart - საშუალოვადიან პერიოდში დოლარი-ლარის კურსი 2.5 ნიშნულთან ახლოს იქნება
საშუალოვადიან პერიოდში დოლარი-ლარის კურსი 2.5 ნიშნულთან ახლოს იქნება, – აცხადებენ საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ში.
ამასთან, კომპანიის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლარის სეზონური გაუფასურება 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება და კურსი 2.7-2.75 ფარგლებში დაფიქსირდება.
Galt & Taggart-ის ცნობით, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება, ძირითადად, თურქული ლირის კურსის ვარდნას უკავშირდება.
ამასთან, კომპანიის ექსპერტებმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის კორექტირებაც მოახდინეს და 5.4 პროცენტიდან მაჩვენებელი 5 პროცენტამდე შეამცირეს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი სახელდება.