Galt & Taggart-ის პროგნოზით, დოლარის კურსი შესაძლოა 2.4 ლარამდე ჩამოვიდეს
საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ში ფიქრობენ, რომ ეროვნული ვალუტის დღევანდელი კურსი სამართლიანია.
ამასთან, ლარზე მოქმედი ფაქტორები დადებითია.
„შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ დოლარის კურსი საშუალოვადიან პერსპექტივაში 2.4 ლარამდე ჩამოვა“, – აცხადებენ კომპანიაში.
Galt & Taggart-ში აღნიშნავენ, რომ დღევანდელი ღირებულება ლარმა ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე მოიპოვა.
„ლარის ბოლოდროინდელი სისუსტე სეზონური იყო და ძირითადად უკავშირდებოდა ნეგატიურ მოლოდინებს, რომელიც გასული 3 წლის გამოცდილებით იყო განპირობებული. თუმცა, დეკემბერში ეს ვითარება, უცხოეთიდან თანხების შემოსვლის გამო, შეიცვალა“, – აცხადებენ Galt and Taggart-ში.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი 2.5266 ლარი ღირს.