„გალტ ენდ თაგარტი“ - დოლარი-ლარის კურსი წელს 2.7-2.75 ნიშნულთან იქნება, 2020 წელს კი, 2.6-მდე გამყარდება
„გალტ ენდ თაგარტი“ - დოლარი-ლარის კურსი წელს 2.7-2.75 ნიშნულთან იქნება, 2020 წელს კი, 2.6-მდე გამყარდება

საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ შეფასებით, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დოლარი-ლარის კურსი 2.7-2.75 ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება, 2020 წელს კი, 2.6-მდე გამყარდება.

„ლარზე დამატებით ზეწოლას რუსული სანქციების გამო არ ვვარაუდობთ, თუმცა გაურკვევლობის გამო, მოკლე ვადაში შესაძლებელია კურსის მერყეობა“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტის ზრდას, რუსული სანქციების გამო, „გალტ ენდ თაგარტში“ 2019 წლის მეორე ნახევარში მის 0.7-პროცენტიან შენელებას, 4.3 პროცენტამდე ვარაუდობენ. 2019 წლის 12 თვეში კი, ქვეყნის ეკონომიკა, საინვესტიციო კომპანიის პროგნოზით, 4.5 პროცენტით გაიზრდება.