გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გაიმართა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შედეგები ენგურის ხიდზე ჟურნალისტებთან სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეაფასა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გიგა ოთხოზორია მკვლელობისთვის მსჯავრდებულის რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადაცემის შესახებ არაერთხელ დაისვა საკითხი. მისი თქმით, პასუხი აფხაზური მხრიდან ამ თემაზე გაურკვეველი იყო. ასევე, განიხილეს ყველა ის ინციდენტი, რომელიც დაფიქსირდა საოკუპაციო ხაზთან და მიმდინარე ტერიტორიაზე – გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მხრივ პრინციპულია. ირაკლი ანთაძის თმით, ადგილობრივებს გადაადგილებისას არ უნდა ექმნებოდეთ პრობლემები. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლება მოითხოვა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შემდეგი შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება.