შსს - Gallup-მა „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიური გლობალური ინდექსი გამოაქვეყნა, რომლიც მიხედვითაც, 2022 წლის ანგარიშთან შედარებით, საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია
შსს - Gallup-მა „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიური გლობალური ინდექსი გამოაქვეყნა, რომლიც მიხედვითაც, 2022 წლის ანგარიშთან შედარებით, საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია

საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია „Gallup“-მა „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიური გლობალური ინდექსი გამოაქვეყნა. „Gallup“-ის კვლევა 2022 წლის 8 აგვისტო-31 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1000 რესპონდენტი გამოიკითხა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინდექსი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება და მათი ნდობის ხარისხი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.

„კვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის ანგარიშთან შედარებით, წელს საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია და 87 ქულას შეადგენს. საქართველო, მინიჭებული ინდექსის მიხედვით, უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა. ამავე კვლევის თანახმად, საქართველო ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით იკავებს როგორებიცაა ავსტრია, ნიდერლანდები და ჰონგ კონგი. ასევე, საქართველოს მაჩვენებელი მხოლოდ 1-2 ქულით ჩამოუვარდება გერმანიის, შვედეთის, პორტუგალიის, ესტონეთის და ესპანეთის მაჩვენებელს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.