Gallup-ის კვლევის თანახმად, აშშ-ში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარი ზრდასრულების რაოდენობა იზრდება და 2023 წელს რეკორდულ, 7,6 პროცენტს მიაღწია
2023 წლის მონაცემებით, აშშ-ში 18-დან 26 წლამდე ასაკის, ანუ Gen Z-ის ქალების 28,5 პროცენტი თავს ლგბტქ თემს მიაკუთვნებს. ასეთია Gallup-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები.
კვლევის დროს გამოიკითხა აშშ-ში მცხოვრები 18 წელს გადაცილებული 12 ათასი ადამიანი.
სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული ქალები დაახლოებით ორჯერ უფრო ხშირად იდენტიფიცირდებიან, როგორც ლგბტქ, ვიდრე ზრდასრული მამაკაცები.
ამავე კვლევის თანახმად, ზოგადად, აშშ-ში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარი ზრდასრულების რაოდენობა იზრდება და 2023 წელს რეკორდულ, 7,6 პროცენტს მიაღწია.