გალის შეხვედრაზე ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გასამართლებისა და მალხაზ წურწუმიას გათავისუფლების საკითხები განიხილეს
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძემ განაცხადა, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი-ოღლის გასამართლების საკითხი იყო. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის, გადაადგილების შეზღუდვისა 22 თებერვალს, ენგურის ხიდზე დაკავებული მალხაზ წურწუმიას გათავისუფლების საკითხზე ისაუბრეს.
ამასთან, როგორც ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ორდღიანი ვადა არ დაირღვეს და ცხედარი ოჯახს გადაეცეს. ამასთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მიეცეს საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელიც ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს.