ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგიონულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, 55 წლის გ. გ.-ს ცხედარი ადგილობრივებმა 13 დეკემბერს ჭუბურხინჯის ტერიტორიაზე, მდინარეში იპოვეს.
ცხედარს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა.
შემთხვევა ჭუბურხინჯის ყოფილი ჩაის ფაბრიკისა და რუსეთის საოკუპაციო ჯარის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი ზუგდიდში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობს. მათ მედიასთან მომხდარზე საუბარი არ ისურვეს.