„გალერია თბილისის“ დირექტორი - ვიხსნებით პირველ თებერვალს, კარგია, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან და როგორც იქნება გაუმჯობესება, იმის მიხედვით მოიხსნება შეზღუდვები
ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან და როგორც იქნება გაუმჯობესება, იმის მიხედვით მოიხსნება შეზღუდვები, ეს ეხება გადაადგილების შეზღუდვას და ასევე შაბათ-კვირას მუშაობას. მთავარი იყო ის, რომ გავხსნილიყავით, რაც არ შეიცვალა და ვიხსნებით ჩვეულებრივად პირველ თებერვალს, – ამის შესახებ მთავრობის წევრებსა და სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მფლობელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ „გალერია თბილისის“ დირექტორმა ნიკოლოზ ცინცაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პერიოდულად გადაიხედება მდგომარეობა და ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები.
„დანარჩენი ყველაფერი ისედაც ვიცოდით, რომ იქნებოდა შეზღუდვები. გვქონდა ინფორმაცია შაბათ-კვირის შეზღუდვებზე, ასევე გადაადგილების შეზღუდვაზე. უბრალოდ კარგი ის იყო, რომ ამ ყველაფრის გადახედვა მოხდება კვირაში, ორ კვირაში ერთხელ და იმის მიხედვით, თუ გაუმჯობესდება მდგომარეობა, მოიხსნება შეზღუდვები ეტაპობრივად. „გალერია თბილისი“ არის ცენტრალური მოლი, ამ შემთხვევაში ჩვენთან გადანაწილებულია თითქმის იდენტურად ყოველდღიური ნავაჭრი, რა თქმა უნდა, ის ორი დღე დაგვაკლდება, მაგრამ გადანაწილდება დანარჩენ დღეებზე, ნაწილობრივ მაინც,“- განაცხადა ნიკოლოზ ცინცაძემ.