გალერეა „ვერეში“ მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა სახელწოდებით „ფლორიოგრაფია“ გაიმართება
გალერეა „ვერეში“ მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა სახელწოდებით „ფლორიოგრაფია“ გაიმართება.
გამოფენაზე, ფლორიოგრაფიის თემაზე შექმნილი 40-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
ფლორიოგრაფია კრიპტოლოგიური კომუნიკაციის ხერხია, რომელშიც ყვავილებს გამოიყენებენ. აღნიშნული ხერხი სხვადასხვა კულტურებში გამოიყენებოდა. თითო ყვავილი კი კონკრეტული კულტურის მიერ მინიჭებული უნიკალური სიმბოლოს მატარებელი იყო.
„ფლორიოგრაფია“ მარიამ ყანდიაშვილის მე-5 პერსონალური გამოფენაა, რომელიც 18 ივნისს გაიხსნება და 21 ივნისამდე გასტანს.